სიახლეები
ილია მეორე - დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
22/01/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველო მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ამის შესახებ ილია მეორემ მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ბრძანა.
ილია მეორე მოსკოვში გუშინ მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.
როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, ეს პრემია ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ღვთის დიდი სიყვარული გამოავლინა, აღადგინა და ააშენა ათასობით ეკლესია, მონასტერი და მათთან ერთად აღიდგინა სულიერება.
"საუკუნეების განმავლობაში საქართველომ უზარმაზარი გამოცდილება მიიღო, თუმცა სირთულეებს ყოველთვის უმკლავდებოდა... დარწმუნებული ვართ, ღმერთის შეწევნით, ბრძენი და მამაცი ადამიანების დახმარებით, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში და, ბუნებრივია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის", - ბრძანა პატრიარქმა.
დაჯილდოების ცერემონიას რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდა. მისი თქმით, ილია მეორემ წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ცხოვრების ქრისტიანული ნორმების დამკვიდრებასა და რწმენის გაძლიერებაში.
როგორც პატრიარქმა კირილმა განაცხადა, ილია მეორე არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს დიდი პატივისცემით სარგებლობს.
"მისი სიბრძნე და ღრმა გამოცდილება დაეხმარა რუსულ და ქართულ ეკლესიებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველაზე რთულ წლებშიც კი შეენარჩუნებინათ ქრისტესმიერი, ძმური და გულითადი სიყვარული", - ბრძანა პატრიარქმა კირილმა.
რუსეთში საშობაო ფესტივალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი "ავე მარიაც" შესრულდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















