Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია მეორე - რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მიზეზი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხს ეფუძნება

21/01/2013

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები თანამშრომლობის შედეგად გადალახავენ მოძღვრებთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში აღმოცენდა.

აღნიშნული განცხადება პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან შეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრისას ილია მეორემ პატრიარქ კირილს მადლობა გადაუხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას აფხაზეთსა და ცხინვალში.

მისივე თქმით, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მიზეზი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხს ეფუძნება.

"მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ახლო მეგობრები. ჩვენს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება ყველა საკითხზე, აფხაზეთისა და ცხინვალის ჩათვლით. რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო, საქართველოს კი - ერთიანი ძლიერი რუსეთი. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ამიტომ, ეს საკითხი ადრე თუ გვიან უნდა გადაწყდეს. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესია არა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოსთვის, არამედ აფხაზეთისა და ოსეთისთვის", - ბრძანა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced