Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია მეორე – მოსკოვში საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა

19/01/2013

“მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

ამასთან, უწმინდესმა მიმართა მრევლს, ილოცონ ღვთისმშობლისადმი, როცა შეძლებენ.

"მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო", - უწმინდესმა ეს ლოცვა მრევლთან ერთად სამჯერ გაიმეორა.

"მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა. ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და რაც შეგიძლიათ ილოცეთ "მოწყალებისა კარი განგვიღე", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა 26 გვარი დალოცა. დღეს ასევე სამების ტაძრის ეზოში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში ხვალ მიემგზავრება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced