სიახლეები
ილია მეორე - ექვთიმე ღვთის კაცი იყო, რომელმაც გვიჩვენა თავდადების მაგალითი
16/01/2013
“ექვთიმე ღვთის კაცი იყო, დიდი მეცნიერი, და დიდი ქრისტიანი, რომელმაც გვიჩვენა თავდადების მაგალითი, საქართველოს შეუნარჩუნა სულიერი და მატერიალური განძი, რომელიც ღმერთმა მიანდო მას”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეცნიერებათა აკადემიაში ბრძანა, სადაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების 150-ე წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო სხდომა მიმდინარეობს.
კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღე და აღნიშნა, რომ წმინდა სინოდმა სათანადო პატივი მიაგო ექვთიმე თაყაიშვილს და 2002 წელს იგი წმინდანად შერაცხა. უწმინდესმა ასევე დალოცა საქართველო და განაცხადა, რომ ღმერთმა ინებოს, ასეთი ადამიანები ბევრი მოუვლინოს საქართველოს.
უწმინდესის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა თამაზ გამყრელიძემ კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უწმინდესს ეროვნული აკადემიის ემბლემა გადასცა, რომელზეც გამოსახულია დავით აღმაშენებელი გელათის მაკეტით ხელში. ასევე, თამაზ გამყრელიძემ პატრიარქს ზურაბ წერეთლის მინანქარში შესრულებული ნაკეთობა გადასცა.
მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ იმყოფებოდა მადრიდში, სადაც უთხრეს, რომ იტალიის ერთ-ერთი აკადემია XVII საუკუნეში დაარსდა და უძველესია. გამყრელიძის თქმით, საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ გელათის ქართული აკადემია დავით აღმაშენებლის დაფუძნებულია, ევროპაში უძველესია და მისი მემკვიდრე დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















