Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bartholomew

ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა

13/01/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ერთობლივი საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დიდია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა.

ილია მეორის თქმით, დღეს არის ხსენება წმინდა დავით წინასწარმეტყველისა. პატრიარქმა შესთხოვა მას, რომ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს.

"დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას და დიდებას. დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი რომ გააერთიანა და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა დავითს, მან კი გააჩერა მსვლელობა და უთხრა: "უფალი მეფობს და არა მე". დღეს, როდესაც აღინიშნება ჩემი აღსაყდრების და დაბადების თარიღები და როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მე გავაკეთე, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებს, რადგან უფალი მეფობს. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ ბრძანდებით და დიდია თქვენი დამსახურება მსოფლიოს წინაშე", - მიმართა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს.

სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვებით მიმართეს ასევე სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებმა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები ამბიონიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced