სიახლეები
საქართველოს პატრიარქს უკრაინის ეკლესიისა და პრეზიდენტის ორდენები გადაეცა
12/01/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით უკრაინის ეკლესიისა და უკრაინის პრეზიდენტის ორდენები გადაეცა.
საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია და უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ სიბენკო იმყოფებოდნენ. საქართველოს პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ალექსანდრე დრაბინკომ პატრიარქს დიდი სიყვარულის ნიშნად ანტონ და ფიოდორ პეჩორელების სახელობის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენი გადასცა, ხოლო უკრაინის ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ უკრაინის პრეზიდენტის ჯილდო - პირველი ხარისხის ორდენი.
ვასილ ციბენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განკარგულებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პირველი ხარისხის ორდენი საქართველო-უკრაინას შორის სულიერი და კულტურული კავშირების გაღრმავებასთან დაკავშირებით გადაეცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















