სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო პატრიარქი მიიღო
11/01/2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოს პირველი მიიღო.
ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს ვიზიტისთვის, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისთვის კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე საყოველთაო ზეიმია.
კანცელარიაში გამართულ შეხვედრას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.
მსოფლიოს პატრიარქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები, საქართველოს, კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესისი ილია მეორეს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ეწვია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















