სიახლეები
პატრიარქის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება
11/01/2013
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება.
საღამოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, სერბეთის პატრიარქი, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან. კონცერტს ასევე დაესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, მინისტრის მრჩევლები და მიწვეული სტუმრები.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები ვახტანგ კახიძე და ზვიად ბოლქვაძე; სოლისტები ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, ირინა ალექსიძე, ანა აგლატოვა (დიდი თეატრის სოლისტი); თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, თბილისის ოპერის გუნდი; ანსამბლები "ბასიანი", "სუხიშვილები", "ერისიონი", "რუსთავი", ბავშვთა გუნდები "მართვე, "მძლევარი".
საიუბილეო საღამოზე შესრულდება საუკეთესო ნიმუშები ქართული ფოლკლორიდან, ტრადიციული ქართული მრავალხმიანობა, ქართული ცეკვები, საგალობლები და პატრიარქის ნაწარმოებები. კონცერტის რეჟისორია დავით საყვარელიძე.
სტუმრებს კონცერტზე საჩუქრად პატრიარქის ეპისტოლეების საიუბილეო გამოცემა გადაეცემათ, რომელშიც თავმოყრილია პატრიარქის 1978-2012 წლების საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა.
საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















