Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


University

პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს

11/01/2013

საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაში სერბეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, კონსტანტინოპოლის, რუსეთის, ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები და მღვდელმთავრები მონაწილეობენ. ღონისძიებას ესწრება სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორი, რომლებმაც უკვე მიმართეს მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას და უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

კონფერენციას ასევე ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც უწმინდესს ასევე მიულოცა საუბილეო თარიღები და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ასევე, კონფერენციაში მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კულტურულ საკითხებში მიხეილ შვიდკოი. მან კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა წაიკითხა უწმინდესისადმი და ასევე საჩუქრად რუსეთის პრეზიდენტისგან ხატი გადასცა.

სავარაუდოდ,  მისასალმებელი სიტყვით კონფერენციის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი მიმართავენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced