სიახლეები
საპატრიარქოსთან არსებული ბიბლიის თარგმნის ჯგუფის მიერ თანამედროვე ქართულ ენაზე ახლად ნათარგმნი "წმიდა სახარების" პრეზენტაცია
17/06/2011
ბიბლიის თარგმნის ჯგუფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 20 წლის წინ შეიქმნა და მისი ხელმძღვანელია საპატრიაროქოსთან არსებული წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი). ჯგუფის მიზანია, ეკლესიის წიაღში ახალ ქართულ ენაზე ითარგმნოს ბიბლია (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) წმიდა წერილის თარგმნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად.
ამ დრომდე ჯგუფის მიერ ახალი აღთქმის წიგნებიდან ცალ-ცალკე გამოცემულია მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები, ხოლო ძველი აღთქმის წიგნებიდან: შექმნა და გამოსვლა.
წმიდა სახარების თარგმანი შესრულდა ძველი ბერძნულიდან, ძველი ქართული თარგმანების და წმიდა მამების განმარტებების გათვალისწინებთ; შეჯერდა სლავურ, ევროპულ და აქამდე ახალ ქართულ ენაზე არსებულ გამოცემებთან.
ღონისძიების მხარდამჭერია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















