Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Candle

საკვირაო ქადაგება

06/01/2013

6 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და დამდეგი შობა მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს ფანჯრებში სანთლის ანთების ტრადიცია შეახსენა და ბრძანა, რომ ნათელი ქრისტესი გაანათლებს ყოველთა და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ამ ნათელს დაინახავს და თავის გულში შეუშვებს.

“დღეს ვანთებთ სანთელს, ვდგამთ ფანჯრებში და ვთხოვთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს, რომელნიც ეძებენ სასტუმროს, შემოვიდნენ ჩვენს სახლებში, საქართველოში და ჩვენთან იშვას ქრისტე. ეს არის საოცარი ტრადიცია და დღეს ამას გავაკეთებთ. გილოცავთ დამდეგ შობას და ვთხოვ უფალს, ქრისტე იშვას ჩვენს გულებში, ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროში. გაგვხადოს ღირსი უფალმა, რომ ნათელმა ქრისტესმა განანათლოს ჩვენი სულიერი და ფიზიკური ბუნება”, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი სერიოზული წვლილისთვის ამავე უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced