Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch_Pashazade

შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს ვიზიტი საქართველოში

05/01/2013

3 იანვარს საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა მისი აღმატებულება, ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე, თანმხლებ პირებთან ერთად.

თბილისის აეროპორტში აზერბაიჯანელ სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო და საერო ოფიციალური პირები მიეგებნენ. მისი აღმატებულება, შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე თბილისში ჩამოვიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

იმავე დღეს მთავრობის კანცელარიაში ბატონი შეიხი მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი, სხვა ოფიციალური პირნი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced