Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch_Bidzina

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა

05/01/2013

თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.

განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლებლების საქმეში. თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი – აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა, თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი,

ბიძინა ივანიშვილი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced