სიახლეები
შობის დღესასწაულის აღსანიშნავად
06/01/2013
საზეიმო ღვთისმსახურებას ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
6 იანვარს საზეიმო ლოცვა დაიწყება 21:00 სთ. 23:00 სთ. წაიკითხება საშობაო ეპისტოლე. საღმრთო ლიტურგია დაიწყება ღამის 12 საათზე.
7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ალილო დაიწყება 14:00 სთ.-ზე. მოძღვრები მრევლთან ერთად შეიკრიბებიან სხვადასხვა ტაძრებიდან; საზეიმო მსვლელობა ერთდროულად დაიწყება ვარდების მოედნიდან და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. მეალილოები გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო პარაკლისს შეასრულებს. ალილოზე შეგროვებული ნუგბარი და საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადაეცემა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















