სიახლეები
ილია მეორე - დიდია წყალობა ღვთისა საქართველოზე
05/01/2013
“დიდია წყალობა ღვთისა საქართველოზე”, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში უფლისადმი სამადლობელი პარაკლისის შესრულების შემდეგ ბრძანა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დიდია წყალობა ღვთისა საქართველოზე და მადლობას უხდის უფალს ამისთვის.
ასევე, უწმინდესმა მადლობა გადაუხადა მრევლს დიდი სიყვარულისთვის, მისდამი ლოცვებისათვის, დალოცა ტაძარში შეკრებილები, აკურთხა.
პატრიარქის კურთხევით ასევე ტაძარში შეკრებილებს ტკბილეული დაურიგდათ. ტაძარი და ტაძრის შესასვლელი ეზო მომლოცველებით სავსე იყო.
დღეს უწმინდესი 80 წლის გახდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















