სიახლეები
პატრიარქმა მიმართა მრევლს - შეინარჩუნონ რწმენა
04/01/2013
3 იანვარს, სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, უწმინდესის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - მოქალაქეთა მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე პატრიარქმა შეკრებილებს სამადლობელი სიტყვით მიმართა.
უწმინდესმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა უფალს, რომ შეაძლებინა 35 წელი ემართა ეკლესია. მისი თქმით, ქედს იხრის წინაპრების, პატრიარქების, მეფეების, მამების წინაშე, რომ მათი ლოცვით შეძლო ყოფილიყო ეკლესიის წინამძღოლი.
პატრიარქმა მიმართა მრევლს, შეინარჩუნონ რწმენა, სიყვარული სამშობლოსადმი, არ მოწყდნენ საკუთარ ფესვებს, რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ ფესვებს წყდება, სულიერად კვდება.
უწმინდესმა დალოცა ყველა ოჯახი, სამების ცენტრში შეკრებილები, მისი ნათლულები, რომელიც უკვე 13 ათასია საქართველოში. მან ასევე მიმართა მრევლს, რომ ბედნიერება არის ერთობაში, ილოცონ მისთვის და ისიც ილოცებს მათთვის. პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებასაც, რომ მათ წინაშე დგას ერი, გაუფრთხილდნენ ერს, ეცოდებოდეთ და დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულებს.
უწმინდესის საიუბილეო ღონისძიება დაახლოებით ორი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ერთი საათით ადრე დასრულდა, რადგან უწმინდესისთვის იუბილის მილოცვის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი გახდა საღამოს წარმართვა. საღამოს დასაწყისში პატრიარქს იუბილე მეუფე დანიელმა და მეუფე ეფრემმა მიულოცეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















