Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


14445646

ნელი ბერაიას ნამუშევრების გამოფენა

30/05/2011

30 მაისს 18:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ჩატარდა ნელი ბერაიას ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა "ფერწერა მძივებით".

გამოფენა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა ლაშა ჟვანიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ "კათოლიკოს-პატრიარქი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მოღვაწე ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების პოპულარიზაციას და შესაბამისად მოწვეულ სტუმრებს მოუწოდა გახდნენ ქ-ნ ნელი ბერაიას შემოქმედების ელჩები და შეძლების დაგვარად ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას ამ ნამუშევრების საქართველოში არსებობის შესახებ".

ნელი ბერაია თვითნასწავლი მხატვარია. ის უკვე 15 წელია ხატავს. ამ დროის განმავლობაში ჩტარდა მისი 10 პერსონალური გამოფენა. ქალბატონი ნელი პროფესიით ჟურნალისტია. "ფერწერას მძივებით" მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.
გამოფენა ჩატრადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced