Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქისთვის იუბილის მილოცვა მოქალაქეებს ხვალ შეეძლებათ

03/01/2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებით, ხვალ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება გაიმართება.

როგორც დღეს, მამა გიოგრი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მსურველს შეეძლება, პატრიარქს ეს საიუბილეო თარიღები სამების ახალგაზრდულ ცენტრში თავად მიულოცოს. მიღება ხვალ, 18:30 დაიწყება.

გარდა ამისა, საიუბილეო თარიღების მისალოცად ხვალ თბილისში ჩამოვა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე.

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები დაგეგმილია 4 იანვარს. 12:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის, ხოლო 18:30 საათზე პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced