Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

26/12/2012

25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია თავად უწმიდესმა პატრიარქმა აღავლინა.

საზეიმო წირვას უამრავი ადამიანი დაესწრო.

წირვის დასრულების პატრიარქს 35 წლისთავთან დაკავშირებით წმიდა სინოდის უმაღლესი ჯილდო, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა. პატრიარქს ორდენი მეუფე იოანე გამრეკელმა გადასცა, რომელმაც პატრიარის ღვაწლზე, მის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და დასძინა, რომ საქართველოში მრავალი ტაძრის აღდგენა და განახლება სწორედ უწმიდესის დამსახურებაა.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ პატრიარქს 115 ვარდი უსახსოვრა იმის სიმბოლოდ, რომ დღეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 35, 4 იანვარს კი, მისი დაბადებიდან 80 წელი სრულდება.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და უფალს მადლობა შესწირა იმისათვის, რომ 35 წელი შეაძლებინა მძიმე ჯვრის ტარება.

“საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება. საქართველო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას”, – ბრძანა უწმიდესმა.

დღევანდელ ღვთისმსახურებას სხვა პოლიტიკოსებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრნენ. პატრიარქმა დალოცა ისინი და უსურვა, რომ მათთან ღვთის წყალობა სუფევდეს და აკეთებდნენ საქმეს, რომელიც სათნოა ღვთისათვის.

იხილეთ ქადაგება სრულად (ნაწილი I)

იხილეთ ქადაგება სრულად (ნაწილი II)

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced