Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

განცხადება

24/12/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადენიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში განცხადება გაკეთდა. ღონისძიებების მიმდინარეობა მედიის წარმომადგენლებს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

როგორც საპატრიარქოში დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, 25 დეკემბერს სრულდება 35 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან. ამასთან, დაკავშირებით, დღეს, 24 დეკემბერს, 17:00 საათზე საზეიმო ლოცვა აღევლინება თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ხვალ წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მსახურებაზე დასასწრებად, 08:00 საათიდან მსურველთათვის უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან. 25 დეკემბერს, პატრიარქის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია საღამო კულტურის სამინისტროს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრში.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განცხადება გააკეთა უწმინდესის დაბადების დღესთან დაკავშირებითაც, რომელიც 4 იანვარს აღინიშნება. 3 იანვარს, 19:00 საათიდან საპატრიარქოში მოქალაქეებისთვის მიღება მოეწყოდა. პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებზე საპატრიარქო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. საიუბილეო ღონისძიებები სავარაუდოდ 10-14 იანვარს გაიმართება. 4 იანვარს პატრიარქს 80 წელი შეუსრულდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced