სიახლეები
საკვირაო ქადაგება
23/12/2012
23 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
უწმიდესმა ღვთისადმი მადლიერების აუცილებლობაზე იქადაგა. მან განმარტა დღევანდელ წირვაზე წაკითხული ქადაგება, რომლის მიხედვითაც უფალმა ათი კეთროვანი განკურნა, თუმცა ათიდან მხოლოდ ერთმა შესწირა უფალს მადლობა განკურნებისთვის.
“ეს თითქოს ჩვენს შესახებ არის დაწერილი. ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს რაიმეს შესრულებას და მადლობის შეწირვა გვავიწყდება. ჩვენ ვხვრობთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში, მადლობის თქმა კი გვავიწყდება. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე, როდესაც ლოცვას აღვასრულებთ, მადლობა და დიდება შევწიროთ უფალს ყველაფრისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ სამშაბათს, 25 დეკემბერს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და მისი ინტრონიზაციის დღეს წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. იქ, სადაც ინტრონიზაცია შესრულდა. 24 დეკემბერს კი წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საღამოს ლოცვა სამების ტაძარში ჩატარდება.
უწმიდესმა დღეს სამღვდელოება დააჯილდოვა. ქადაგების დასასრულს კი საქართველოს გამთლიანება ისურვა: “ღმერთმა ინებოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში, გამთლიანდეს საქართველო. ღმერთმა დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო”,- ბრძანა უწმინდესმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















