Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

20/12/2012

ა. წ. 14 დეკემბერს ბატონმა ზელიმხან უძილაურმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა "კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისადმი".

გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს. შევნიშნავთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced