სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
05/12/2012
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა:
“ჩვენ უნდა გავიაზროთ, ვიფიქროთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის ეკლესია, ტაძარი, რა იქნებოდა საქართველო, ვინ ვიქნებოდით ჩვენ, რომ არ გვქონდეს ჩვენი ეკლესია და ტაძრები?
ტაძარი ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ხშირად არის ტაძარში და უფალს ევედრება.”
უწმიდესის თქმით, ტაძარი განსაკუთრებული ადგილია, სადაც განსაკუთრებული ღვთის მადლი სუფევს და ჩვენს შვილებსაც ეს უნდა ვასწავლოთ.
“ამბობენ, რომ ორი ან სამი ტაძარი ავაშენე. მთავარია, ადამიანმა თავის გულში ააშენოს ტაძარი, მისი გული უნდა გახდეს უფლის სამყოფელი”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















