Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

02/12/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს კი მოუწოდა იმეგობრონ არა რადიოსთან, ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან.

უწმიდესის თქმით, მეცნიერება არის დიდი ძალა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია. მან მაგალითებად დაასახელა ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე, რომლებიც გამუდმებით მუშაობდნენ და რომლებსაც დიდი ნაშრომები აქვთ შექმნილი.

“რომ არ ყოფილიყო ასეთი დიდი შრომები, რა იქნებოდა საქართველო?! ჩვენს წინაპრებზე არავითარი ცოდნა არ გვექნებოდა. ჩვენ ძალიან მძიმე გზა გამოვიარეთ. ეკლესია მუდმივად იდევნებოდა და აღარ ჰქონდა ძალა ემუშავა სამეცნიერო შრომებზე, ამიტომ ეკლესიის საქმეს ჩვენი დიდი მეცნიერები აკეთებდნენ”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებებს აირჩევენ. უწმინდესმა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროფესორებისგან მუდმივად ესმოდა წიგნის მნიშვნელობის შესახებ.

“ერთი პროფესორი მეუბნებოდა – სემინარია და აკადემია არაფერს მოგცემთ, თუ თქვენ თავად არ იმუშავეთ წიგნებთან. თქვენი მუდმივი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი, არამედ წიგნი. მუდმივად უნდა ვკითხულობდეთ წიგნს და ის ჩვენ საწოლთან უნდა გვედოს. დიდმა მეცნიერმა კლიმენტი ალექსანდრიელმა დიდი შრომა დაწერა, სადაც წერს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა”, – ბრძანა პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced