სიახლეები
პატრიარქი საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდება
29/11/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდება.
“უწმიდესის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წელთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II განსაკუთრებული დამსახურებისათვის მართლმადიდებელ ხალხთა და ეკლესიათა შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში” მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრემიით დაჯილდოვდება.
პრემია ყოველწლიურია და მას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო და პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს გადასცემს.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მომავალი წლის დასაწყისში მოსკოვშია მიწვეული. 23 იანვარს ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში პრემიის საზეიმო გადაცემა შედგება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















