სიახლეები
ჩეხეთიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა სამების ტაძარი მოილოცა
27/11/2012
“ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა უცხოეთში ყოფნა, მაგრამ თქვენ მუდამ ჩემთან იყავით”, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც წუხელ, ჩეხეთიდან დაბრუნების შემდეგ, პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა.
ილია მეორემ სამების ტაძარი მოილოცა და შეკრებილი მრევლი დალოცა. უწმინდესმა მათ მცირე ქადაგებითაც მიმართა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღვთის მადლითა და მრევლის ლოცვა-კურთხევით საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდა. "უცხოეთში ცოტა დიდი ხნით გამიგრძელდა ყოფნა, მაგრამ თქვენ მუდამ ჩემთან იყავით", - ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩეხეთიდან გუშინ, 21:00 საათზე დაეშვა.
პატრიარქს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი გალობით შეხვდა. ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















