სიახლეები
პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება
25/11/2012
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნებამდე წუთებს ითვლის”, - ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა.
მეუფის ინფორმაციით, უწმინდესი საქართველოში ხვალ ბრუნდება, თუმცა მისი ჩამოფრენის დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
"პატრიარქს საქართველო ძალიან მოენატრა. როდესაც მის უწმინდესობას ტელეფონით ვესაუბრე, მითხრა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე წუთებს ითვლის. ჩვენც მოხარული ვართ, რომ პატრიარქი დაგვიბრუნდება და მამობრივი დარიგებით შეგვეწევა", - ბრძანა მეუფე იაკობმა. მისივე განმარტებით, ინფორმაცია პატრიარქის დაბრუნების ზუსტი დროის შესახებ დღის განმავლობაში გავრცელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს დასასვენებლად გაემგზავრა. უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















