სიახლეები
ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარება
09/01/2009
2009 წლის 6 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან არსებული ,,ნავთობისა და გაზის“ დროებითი კომისიის ინიციატივით ჩატარდა ეროვნული სახელმწიფო პროგრამის კონცეფციის - `საქართველოს ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარება სისტემური მოდელირებისა და მონიტორინგის, აგრეთვე, სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე~ - განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანმა მენავთობეებმა.
,,ნავთობისა და გაზის“ დროებითმა კომისიამ ორი წლის განმავლობაში მოამზადა კონცეფციის ანალიტიკური დასაბუთება, რომელიც ეყრდნობა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების კვლევითი მასალების სისტემურ ანალიზს; ჩატარდა ორი სამეცნიერო კონფერენცია; ანალიტიკური დასაბუთების მასალები გასაცნობად გაეგზავნა დარგში მომუშავე ყველა ორგანიზაციას, საიდანაც მიღებული იქნა რეცენზიები.
თათბირში მონაწილეოაბა მიიღეს: ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის”, ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”,
,,კანარგო ენერჯი კორპორეიშენის”, ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას”,
,,იორის ველი ნავთობი და გაზის”, ,,სტრეიტ ოილ-გაზის” სპეციალისტებმა და პატრიარქის ფონდის ,,ნავთობისა და გაზის“ დროებითი კომისიის ექსპერტებმა. თათბირის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა კონცეფციის კორექტირებულ ვარიანტს.
კონცეფცია, ანალიტიკური დასაბუთებასთან ერთად განსახილველად გადაეცემა საქართველოს მთავრობას.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















