სიახლეები
გარდაიცვალა ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე
07/11/2012
სამშაბათს, 99 წლის ასაკში, გარდაიცვალა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - პატრიარქი მაქსიმე.
პატრიარქი მაქსიმე დაიბადა 1914 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ ტროიანის მახლობლად, სოფელ ორეშაკში, ხელოსნის ოჯახში. პატრიარქის საერო სახელია - მარინ ნაიდენევ მინკოვი. 12 წლის ასაკში იგი მშობლებმა ტროიანის მონასტერში მორჩილად მიაბარეს. 1941 წლის 13 დეკემბერს იგი ბერად აღიკვეცა.
1947 წლის 12 ივლის, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით მაქსიმე აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1971 იგი არჩეულ იქნა ბულგარეთის პატრიარქად.
პატრიარქ მაქსიმეს დაგრძალვა გაიმართება პარასკევს, 9 ნოემბერს.
ბულგარეთის ახალი პატრიარქი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში იქნება არჩეული.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















