Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

04/11/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

ძალიან ხშირად, როცა ვლაპარაკობთ ერის ძალაზე ხშირად ჩვენ ვფიქრობთ ფიზიკურ ძალაზე, მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან ერთად აქ ლოცულობენ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი სისხლი და ხორცი.

წარსულში დედები გმირად ზრდიდნენ თავის შვილებს და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

რათქმაუნდა ფიზიკური ძალა აუცილებელია, მაგრამ ყველაზე ძვირფასი არის სულიერი ძალა. სულიერი ძალა აძლევს ადამიან საღ გონებას, სიყვარულს თავმდაბლობას და განცდას თვისთა ცოდვისა. როგორც ამბობს ეფრემ ასური: „მე უფალო მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვისა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“.

მე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ რაშია ჩვენი ძალა, უპირველესყოვლისა ჩვენი ერი რჩეულია, ამით აიხსნება ის, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და მრავლი სასწაული მაგრამ ვისავ მეტს აძლევს უფალი მისგან მეტს ითხოვს, მეტ რწმენას სიყვარულს, იმედს, თავმდაბლობას, და კეთილ საქმეებს მხოლოდ ამას თხოულობს ჩვენგან უფალი. ადამიანი უნდა ხედავდეს სხვა ადამიანის გაჭირვებას. მადლობა უფალს, რომ ქართველი ხალხი თანდათან ადის ამ სრულყოფის კიბეზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ავა სასუფეველში.

ადამიანისთვის უდიდესი საუნჯეა „ღმერთი სამშობლო და ადამიანი“ რომესაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ გზა ღვთისაკენ იოლი არააა ეს არის ვიწრო გზა მრავალი განსაცდელით. მაგრამ ადამიანი რომელიც დაადგება ამ გზას მან ბოლომდე უნდა განვლოს, როცა ეცემა უნდა მოუწოდოს უფალს სთხოვოს უფალს „ დავიღალე დავიღალე მოდი ჩემთან უფალო“.

სარწმუნოება არის უდიდესი ძალა ადამიანისთვის, ყველას თავისი გზა აქვს, რომლითაც თქვენ მოხვედით სარწმუნოებაში, მრავალი ადამიანია რომელიც მოვიდა განსაცდელით ან მწუხარებით, მრავალი ადამიანი არის რომელიც გადავარდა აღმოსავლურ ფილოსოფიაში: ინდუიზმი, ბუდიზმი, შეისწავლა ვერ დაკმაყოფილდა და მოვიდა ეკლესიაში. ასე რომ ყველას თავისი გზა არქვს, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც აღზრდილნი არიან მორწმუნე ოჯახებში. ასე რომ ურთულესი საკითხია როგორ მივდივართ ჩვენ ღმერთთან, ან როგორ მოდის უფალი ჩვენთან.

ყველაფერში არის კვალი უფლისა მაგალითად ავიღოთ ხე ან ნებისმიერი მცენარე, როგორი ფაქიზია და საიდუმლოებითაა მოცული, თქვენ ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ფოთოლს ხეზე , უფალი ყველაფერს შლის მხოლობით რიცხვში.

დაიმახსოვრეთ, ადამიანისთვის უდიდესი საუნჯეა „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“ სწორედ ამოტომ თქვენ გეძლევათ ლოცვა კურთხევა ძალიან ღრმად ჩასწვდით ამ საკითხებს ეს უნდა დაწეროთ რვეულში და ის რვეულები გადმომცეთ მე და რომელიც კარგი იქნება ჩვენ დავავალებთ ჩვენს სასულიერო პირებს და წაიკითხავენ ტელევიზიით და რადიოთი.

გილოცავთ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს, უდიდესი სასწაულთმოქმედი ხატია, მისი მფარველობა არ მოგაკლოთ თქვენ და საქართველოს, დალოცვილი იყავით და გახარებული ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

4.11.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced