Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Candles

პატრიარქმა მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

03/11/2012

დიმიტრის შაბათთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სამების ტაძარში პანაშვიდისთვის სუფრებიც იყო. პანაშვიდისთვის შესაწირი მრევლმა მიცვალებულების სახელზე მიიტანა.

უწმინდესმა აკურთხა პანაშვიდის სუფრა, ასევე ლოცვებში მოიხსენიეს გარდაცვლილი მეფეები, პატრიარქები და ყველა მართლმადიდებლობით შესვენებული.

პატრიარქმა უფალს მათი ცოდვების მიტევება და ცხონება შესთხოვა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ უწმინდესმა საკურთხს ნაკურთხი წყალი ასხურა.

დიმიტრის შაბათი წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების წინა შაბათს აღინიშნება. წელს წმინდანის ხსენება 8 ნოემბერსაა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced