Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია მეორემ პატიმრემი მოინახულა

29/10/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #1 დაწესებულება მოინახულეს.

"იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და გაათავისუფლებენ პატიმრებს. იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, პატიმრები იქნებიან თავისუფლები. უნდა გავაგრძელოთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ ვიხილოთ თავისუფალი პატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათია, როცა ამდენი ხალხია ციხეში, იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან პატიმრები", - ბრძანა პატრიარქმა.

სოზარ სუბარის თქმით კი, პატრიარქი პატიმრებს პირადად გაესაუბრა, ყველა მათგანი დალოცა.

პატრიარქმა ასევე მოინახულა #1 დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე პატიმრები, რის შედეგადაც მათ შიმშილობა შეწყვიტეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced