Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch and Usuphashvili

პატრიარქის მილოცვა დავით უსუფაშვილს

27/10/2012

ბატონო დავით,

საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ გულითადი მილოცვა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დღეს დაგვირგვინდა და აი, ერის წინაშე უკვე მეტად საპატიო და საპასუხისმგებელო თანამდებობით წარსდექით.

თქვენი ცოდნა და გამოცდილება, თქვენი გონიერება და სიდინჯე, ვფიქრობთ, დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობით სავსე პერიოდის დაძლევაში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი და მოგცეთ ძალა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ერთგული და თავდაუზოგავი მსახურებისათვის.

ღრმა პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

26.10.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced