Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


86786786888

ანტინარკოტიკული პროგრამის პრეზენტაცია

28/02/2009

27 თებერვალს, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ანტინარკოტიკული პროგრამის - “საქართველოს ახალგაზრდობა ჯანსაღი მომავლისათვის”- პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესის ილია II ესწრებოდა. უწმინდესმა ფონდის საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციის (IOCC) მხარდაჭერით ხორციელდება.
პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო:
> “ანტინარკოტიკული მედია კამპანია, რომლეშიც ჩართულია საქართველოს ტელეკომპანიები: რუსთავი 2, “იმედი”, “მზე”, I არხი, “ერთსულოვნება” _ ნაჩვენები იყო სატელევიზიო კლიპები, რომლებიც ახალგაზრდობაში ანტინარკოტიკული განწყობის შექმნაზეა მიმართული და ქართული ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის _ განწყობის თეორიის კანონზომიერებებზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული
> წიგნი “ნაკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები”, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მომავალი თაობის აღზრდითაა დაკავებული და დაინტერესებული. ეს ფუნდამენტური სამეცნიერო შრომაა, რომლის ანალოგი საქართველოში არ გამოცემულა
> სასკოლო ანტინარკოტიკული კლუბების პროგრამა
> სკოლებში ჩატარებული კვლევების შედეგები
> ნარკომანიის საკითხებით დაინტერესებული სასულიერო პირებისათვის ჩატარებული ტრენინგ-სემინარების მასალები. მოძღვრებმა შეისწავლეს ამ პრობლემის ფსიქოლოგიური სოციალური და სამედიცინო ასპექტები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მრევლთან პრევენციული მუშაობის კვალიფიციურად წარმართვისათვის
> საინფორმაციო ბეჭდვითი მასალა (ბუკლეტები, ფლაერები)

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced