Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია მეორე საარჩევნო უბანზე მიბრძანდა

01/10/2012

“ხმა მივეცი იმათ, რომლებიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას და წინსვლას”, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა #4 საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უწმიდესი ლესელიძის ქუჩაზე მდებარე #4 საარჩევნო უბანზე მიბრძანდა. პატრიარქი რიგით 261-ე ამომრჩეველი აღმოჩნდა.

"დღეს ისტორიული დღეა და ისტორიული არჩევნებია. არსებობს სამი დიდი სიწმინდე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი საკვირველი სამშობლო და ადამიანი - როგორც უდიდესი ფასეულობა. ხმა მივეცი იმათ, რომლებიც დაიცავენ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს წინსვლას, დაიცავენ ამ უდიდეს ფასეულობებს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო დადგება განვითარების გზაზე, საქართველო შეინახავს თავის დიდ ტრადიციებს, ღმერთი იქნება ჩვენი მფარველი", - ბრძანა უწმინდესმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced