Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bidzina_Elizbari_Shalva

წმინდა მოწამეების - ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების ხსენების დღე

30/09/2012

ხვალ, 1 ოქტომბერს,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეების - ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ქსნის ერისთავების - ელიზბარისა და შალვას ხსენებას აღნიშნავს.

წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები მოწამეობრივად 1661 წელს აღესრულნენ. XVII საუკუნეში შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა. ბიძინა ჩოლოყაშვილმა და ქსნის ერისთავებმა, ბიძა-ძმისშვილმა, გადაწყვიტეს თათრების წინააღმდეგ ებრძოლათ. არაგვის ერისთავმა ზაალმა მათ მცირეოდენი მხედრობა მიაშველა. აჯანყებულები ფარულად ბახტრიონის ციხეში დაბანაკებულ თათრებს მიუხდნენ. იმავე დღეს კი, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე - ალავერდში მყოფ ყიზილბაშებს, გაანადგურეს ისინი და არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა გაქცევით უშველა თავს.

განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, შაჰ-ნავაზად წოდებულ ვახტანგს, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარისა და შალვა ქსნის ერისთავების მასთან გაგზავნა მოთხოვა. შაჰ-აბასი მათგან სარწმუნოების გამოცვლას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ ისინი სასტიკად აწამა. ჯერ ქსნის ერისთავებს მოკვეთეს თავები. წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილი კი ჯალათებმა ცოცხლად აკუწეს. მას თანდათან ანაკუწებდნენ და ბოლოს დაჩეხილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმიდანი ლოცულობდა. მაშინ ჯალათმა გულში შუბი უგმირა.

წმიდა მოწამეთა გვამებს ღამით ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მოგვიანებით, შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა წმიდანთა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენებინეს. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced