Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

განცხადება

29/09/2012

 საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ დღეს საპატრიარქოსა და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება მედიის წარმომადგენლებს გააცნო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც საქართველოს საპატრიარქო, ასევე ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევს გახმაურებული ფილმის ,,მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას, რადგან სურათმა შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

დოკუმენტს ხელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენელმა ახუნდი ალი ალიევმა მოაწერეს.

2012.09.28

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced