Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Blessing

შაბათ-კვირას საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

29/09/2012

უწმინესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შაბათ-კვირას იკურთხება საქართველოს ქალაქები და სოფლები ყველა ეპარქიაში. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს.

მრავალგზვის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი: “მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო”.

მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის კურთხევით არჩევნებამდე დარჩენილი დღეების მანძილზე და განსაკუთრებით კვირას მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყველა სხვა ქალაქი და სოფელი უნდა აკურთხონ.

სასურველია მრევლმა თავის სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე თვითონაც ასხუროს ნაკურთხი წყალი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced