Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


6867868

საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება

29/03/2009

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა. ეკლესია მიმართავს ხელისუფლებას და ოპოზიციას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები, მოსახლეობას კი სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ვწუხვართ, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში თანდათან იმდენად იძაბება, რომ სიტუაცია უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით, მივმართავთ, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რათა არც ერთმა მხარემ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, არამედ პირიქით, სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას და დაძაბულობა მშვიდობიანი გზით განიმუხტოს. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, გამოიჩინონ სიბრძნე, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გააძლიერონ ლოცვა ქვეყნისათვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მოგვცეს მშვიდობა და ერთსულოვნება,` - ნათქვამია განცხადებაში.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced