სიახლეები
საკვირაო ქადაგება
24/09/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ჩვენ შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას, რომ ძალი ერსა ჩვენსა მოსცეს და უფალმა აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით.
ის, რაც გამოვიარეთ ჩვენ, განსაცდელია, ეს ყველაფერი გოლგოთის გზაა. საქართველოს ელოდება აღდგომა და ამაღლება.
ერთი დიდი უკრაინელი ფილოსოფოსის გრიგორისკა ვარადას საფლავზე აწერია: “სოფელი ცდილობდა დავეჭირე მე, მაგრამ ვერ დამიჭირა”.
შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს და არც ერთი ადამიანი არ იყოს დატყვევებული სოფლისაგან. სოფელი ატყვევებს ან იჭერს მრავალი საგნით. ეს არის თანამდებობა, სიმდიდრე და ა.შ.
საქართველოს სჭირდება სულიერი და ფიზიკური ძალა და მშვიდობა. ეს ყველაფერი მოეცემა საქართველოს, თუ ჩვენ ვიქნებით ერი ღვთისა. ღვთის კუთვნილება უნდა იყოს ქართველი ერი და შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი გული გავხსნათ მისთვის, უფალი შემოვიდეს და იყოს ჩვენთან, ჩვენ კი – უფალთან.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
მოგვიახლოვდა ჯვართამაღლება. ჯვართამაღლებას თავისთავად ვმარხულობთ და დღესასწაულამდე სამი დღე ზედიზედ უნდა შევინახოთ მტკიცე მარხვა თევზის გარეშე, თუ შეუძლია ადამიანს – ზეთის გარეშეც და სულიერად განთავისუფლებულნი უნდა შევხვდეთ ამ დიდ დღესასწაულს.
კიდევ ერთი ლოცვა-კურთხევა, რომ შევინარჩუნოთ სულიერი და გარეგნული სიმშვიდე და მშვიდობით შევხვდეთ არჩევნებს.
ღმერთმა დაგლოცოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
23.09.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















