სიახლეები
პატრიარქმა ერს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვის თქმის კურთხევა მისცა
22/09/2012
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდუბეში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიბრძანდა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
"ჩვენ ვემზადებით არჩევნებისათვის, სადაც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შევთხოვოთ ღვთისმშობელს, დედა საქართველოს გადააფაროს თავისი კალთა, დაიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაამშვიდოს საქართველო", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა ისაუბრა ღვთისმშობლის ერთ-ერთ ლოცვაზე, რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს, კერძოდ, "მოწყალებისა კარი განგვიღე ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო". უწმინდესის თქმით, ამ ლოცვას ქართველი ხალხი არაერთხელ უხსნია განსაცდელისგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მონღოლების შემოსევის დროს, ქართული ჯარი საფრთხის მომენტში დადგა და მუხლმოდრეკით ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამ ლოცვით. ახლა მთელი საქართველო დაიწყებს ლოცვას და ეს გაგრძელდება 1-ელ ოქტომბრამდე. “როცა გექნებათ დრო, თქვით ეს ლოცვა და ღმერთი უშველის საქართველოს და ჩვენ", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა ერს, სადაც არ უნდა იყვნენ, გზაში, სახლში თუ ტაძარში, როცა ექნებათ საშუალება მუდმივად იმეორონ ეს ლოცვა. პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქთან ერთად ტაძარში შეკრებილმა მრევლმა რამდენჯერმე გაიმეორა სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლისადმი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















