სიახლეები
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
07/04/2009
ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანულ პრესაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თოთქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გააკეთა მუსლიმებისათვის შეურაცხმყოფელი განცხადება, რაც სრული სიცრუეა და შორს გამიზნულ რელიგიურ-პოლიტიკურ პროვოკაციას წარმოადგენს, შემდეგ კი დამატებით ინფორმაციაში ითქვა, რომ ასეთი აზრი დაფიქსირდა საქართველოს საპატრიარქოს ინგლისურენოვან ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რომ ეს ჩანაწერი 6 აპრილის შემდეგ საიტიდან გაქრა.
საპატრიარქოს ვებ-გვერდის სარედაქციო ჯგუფი კატეგორიულად უარყოფს მსგავსი ინფორმაციის მართებულობას და მას გარკვეული დაინტერესებული ძალების შეგნებულ ქმედებად მიიჩნევს.
ჩვენის მხრივ გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს კრიზისულ სიტუაციებში არაერთგზის გაუკეთებია განცხადება მუსლიმთა წინააღმდეგ ძალადობისა და მათი რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფის დაგმობის მიზნით და ამის საწინააღმდეგოს დღეს იგი რატომ მოიმოქმედებს?! ასევე გაუგებარია რატომ ატკენდა იგი გულს მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენი ერის მუსლიმ წარმომადგენლებს (გურჯებს, ლაზებს, ფერეიდანელებს, აზერბაიჯანელ ქართველებს), ან საქართველოში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს, რომლებიც ჩვენი ერის ერთგული შვილები არიან?! აზერბაიჯანულ სააგენტოებისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქოს შესახებ ყალბი ინფორმაციის მიმწოდებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების არაკეთილმოსურნე, რომლის ინტერესებშიც არ შედის როგორც საქართველოში მცხოვრები მუსლიმანებისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება და მათი სულიერი ლიდერების სამაგალითო მეგობრობა, ასევე კავკასიის რეგიონისა და სრულიად ისლამური სამყაროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი და საქართველოსადმი კეთილგანწყობა.
მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ კავკასიის მუსლიმანთა ლიდერმა შეიხულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ თავიდანვე სწორი შეფასება მისცა ზემოთაღნიშნულ ფაქტს და მიიჩნია იგი თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებად, რომლის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა.
ვიმედოვნებთ აზერბაიჯანის საერო და სასულერო ხელისუფალნი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მუსლიმები ამ პროვოკაციის ავტორებს თავისი შორს მიმავალი მიზნების განხორციელების შესაძლებლობას არ მისცემენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















