Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქმა ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს შესაწირი შესწირა

20/09/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს დღეს შესაწირი შესწირა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ხელოვნების მუზეუმში სასულიერო პირებთან ერთად მიბრძანდა და ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ პარაკლისი გადაიხადა. ასევე უწმინდესმა ხატს შესაწირი შესწირა - მადნეულის კომბინატის მიერ სპეციალურად პატრიარქისთვის საჩუქრად დამზადებული ოქროს ზოდი, რომელსაც აქვს წარწერა უწმინდესის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით.

ასევე, უწმინდესმა ხატს შესწირა ბრილიანტებით მოოჭვილი ოქროს კვერცხი, სიწმინდეთა საცავი, რომელშიც იყო მცირე ზომის ხატებისგან შედგენილი ოქროს წიგნიც.

"ჰოი დიდებულო, ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეავედრე ერი ჩვენი და მამული ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა მოგვანიჭოს მშვიდობა, სიწმინდე, ცოდვათა ჩვენთა შენდობა, ეკლესიის განმტკიცება, საქართველოს მთლიანობა და ყოველთა აქა მკვიდრთა ერთსულოვნება, სადიდებლად ღვთისა და კეთილდღეობად ქვეყნისა ჩვენისა", - აღნიშნულია უწმინდესის ლოცვაში, რომელიც სპეციალურ ფურცელზე იყო დაწერილი და ხატის წინ იდო.

პარაკლისის შემდეგ უწმინდესმა დალოცა საქართველო და ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა, რომელიც ხვალ, 21 სექტემბერს აღინიშნება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced