Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Bagrati

ბაგრატის ტაძრის კურთხევა

16/09/2012

კვირას, 16 სექტემბერს,  ბაგრატის აღდგენილი ტაძარი ეკურთხა. ახლად ნაკურთხ ტაძარში პირველი წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

ტაძრის კურთხევის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსახურებაზე დასასწრებად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა.

"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა ილია მეორემ 9 სექტემბერს ქადაგებისას.

„ბაგრატის ტაძრის აღდგენა უდიდესი სასწაულია. ათეული და ასეული წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს. ახლა ვხედავთ აღდგომილ ტაძარს. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ესაა უდიდესი სასწაული, ამიტომ ჩვენ ვხარობთ აღდგომის სიხარულით. ქრისტე აღსდგა! ბაგრატის ტაძარი აღსდგა! საქართველო აღსდგა", - ბრძანა უწმინდესმა ტაძრის კურთხევის მსახურების დასრულების შემდგომ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ფოთოს საკათედრო ტაძრის გახსნაზე ხელისუფლება და ოპოზიცია მიიწვია.

"მომავალ კვირას, 23 სექტემბერს, იქნება კურთხევა ფოთის საკათედრო ტაძრის. მე ასევე ყველას – პოზიციას, ოპოზიციას და მთელ საქართველოს გიწვევთ ამ დიდებულ ზეიმზე", - ბრძანა უწმინდესმა.

- - - - - - -

ბაგრატ მესამემ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10-ე მე-11-ე საუკუნეების მიჯნაზე ააგო და იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულობა იყო. მე-17 საუკუნის ბოლომდე იგი უვნებლად იდგა. შემდეგ ოსმალებმა შემუსრეს. ამ დროს ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე ბაგრატის ტაძრის სამხრეთი და დასავლეთის კარიბჭეებიც იყო შემორჩენილი.

ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია 1952 წლიდან დაიწყო. 1994 წელს კი ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced