Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

სადღესასწაულო ქადაგება

20/08/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ფერისცვალებას! ფერისცვალება იმაზე მიგვითითებს, რომ ღვთის მადლით, წყალობითა და ლოცვა-კურთხევით, ჩვენც უნდა ვიცვალოთ ფერი. უპირველეს ყოვლისა, სულის ფერი.

გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა…

როდესაც პეტრემ გაბრწყინებული მაცხოვარი იხილა, მან უთხრა: “კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა უფალო, ვქნათ სამ ტალავარ: ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვის”. სახარებაში წერია, რომ მან არ იცოდა რა ეთქვა და ეს წარმოთქვა.

სინამდვილეში იცოდა… პეტრეს უნდოდა გაგრძელებულიყო ეს ბრწყინვალება, ხილვა და ამიტომ ამბობს: ვქნათ სამი კარავი. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ მართლაც დავდგათ სამი კარავი. გუშინ ჩემთან ერთი ქალიშვილი მოვიდა და მითხრა რომ სამ კარავს გვიშოვის.

დღეს ასევე თაფლი, ახალი ხილი იკურთხება.

ღმერთმა ინებობს, რომ ეს წელიწადი და მომავალი დრო მშვიდობიანი იყოს. უფალმა ინებოს, წყალობა, მშვიდობა, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა სუფევდეს ჩვენ შორის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ფფერისცვალება – ეს უდიდესი დღესასწაულია, ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენი ერიც იცვლის ფერს და მომავალში უკეთესნი ვიქნებით.

დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ფერისცვალება

19.08.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced