სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქი - აფხაზეთი წმინდა ადგილია და ის საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება
07/05/2009
აფხაზეთი წმინდა ადგილია და ის საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
პატრიარქმა უნივერსიტეტს დაარსების 20 წლის იუბილე მიულოცა და სახსოვრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
პატრიარქმა უნივერსიტეტის სტუდენტებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ აუწყა - სოხუმის უნივერსიტეტი პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა და მისი ტარების უფლება მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორს ექნება.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება წმინდა სამების ახაგაზრდულ ცენტრში. აღსანიშნავია, რომ დღემდე არც ერთი სასულიერო და საეროს სასწავლებელი ამ ორდენით არ დაჯილდოებულა.
მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ თავის დროზე 11 წელი იყო აფხაზეთის მიტროპოლიტი და საპატრიარქოს ტახტი თავის დროზე აფხაზეთმა დაულოცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა ის ურთიერთობები, რომლებიც ქართველებსა და აფხაზებს ჰქონდა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს. პატრიარქი საზოგადოებას ესაუბრა იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც აფხაზეთში ხდებოდა და აღნიშნა, რომ ის წმინდა კუთხეა.
“ჩემი საპატრიარქო ტახტი დალოცა აფხაზეთმა. 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და ქართველებსა და აფხაზებს შორის საოცარი ურთიერთობის მომსწრე ვარ. აფხაზეთი წმინდა ადგილია და აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს”, _ ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზები დღემდე ჩამოდიან მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად.
დღესვე სოხუმის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















