სიახლეები
პრეზიდენტმა და პატრიარქმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
08/08/2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები.
ცერემონიალისას თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
მუხათგვერდის სასაფლაოზე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული 43 სამხედრო მოსამსახურეა დაკრძალული, რომელთაგან რამდენიმეს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















