Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია მეორე - დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზირებულია

05/08/2012

“დღეს მთელი საქართველოს მოსახლეობა პოლიტიზირებულია”, - ამის შესახებ საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქის განცხადებით, დღეს დიდი და პატარა, ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, თუმცა ეს ყველაფერი, პატრიარქის თქმით, უნდა მივანდოთ ღვთის ნებას და ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. პატრიარქმა ბრძანა, რომ ყველამ უნდა იფიქროს სულზე, სასუფეველზე, ოჯახებზე, შვილებზე.

ილია მეორემ ისაუბრა ახალგაზრდების ხშირ სტუმრობაზე ტაძრებში და აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად ჩამოდიან უცხოეთიდან სტუმრები, მათ შორის რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და კითხულობენ იმას, თუ რატომ არის ქართული ტაძრები ახალგაზრდებით სავსე და რა საიდუმლო არსებობს.

"ჩვენ არანაირი საიდუმლო არ გვაქვს, აქ მოდიან ღვთის ნებით და განგებით, მოდიან ღვთის სახლში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა უნდა ვაკეთოთ ღვთის სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ", - განაცხადა პატრიარქმა.

დღესვე, ილია მეორემ სამღვდელოების რამდენიმე წარმომადგენელი "დამშვენებული ჯვრით" დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო ქადაგებისას სამების ტაძრის ეზოში მაცხოვრის, მოსეს და ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამი ტალავერის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

"ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა შევიქმნათ სამი ტალავერი. პეტრე მოციქულმა თქვა, შევქმნათ სამი სატელევერიო, მაგრამ ვერ შექმნა. მე მომივიდა ასეთი აზრი ღვთისაგან, რომ სადმე, შეიძლება სამების ეზოში, ან სადღაც, ჩვენ შევქმნათ სამი ტალავერი; ერთი - მაცხოვარს, ერთი - მოსეს და ერთი - ილიას. თუ მაცხოვარი, მოსე და ილია იქნებიან ჩვენთან, ყველანი დავეტევით იქ, მთელი მსოფლიო დაეტევა", - ბრძანა პატრიარქმა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced