სიახლეები
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
27/05/2009
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ამერიკელი მართლმადიდებლების IOCC-სა და საერთაშორისო ორგანიზაცია ACT-ის მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოსა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრი ახორციელებს შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილი წეროვანში ჩასახლებული მოსახლეობის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
28 მაისს დღის 12.00სთ-ზე წეროვანის #1 სკოლაში ჩატარდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია: "ჩვენი სამშობლო-საქართველოა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვები.
აქციას სტუმრობენ საზოგადოებში ცნობილი სახეები:
ახალგაზრდული ტელესერიალის "ოფისი" გმირები ნიჭიერი მოსწავლეებიდან შეირჩევა
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მუსიკალური რედაქციის ვოკალისტ-პედაგოგი ნინო ჩაჩავა
აქციაში ჩართულია საქართველოს ტელეკომპანიები: I არხი, “რუსთავი-2”, “იმედი”, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეთაგან შეირჩევა:
რუსთავი-2 -ს გადაცემა "ანა-ბანა"-ს კონკურსის კანდიდატები
I არხის საბავშვო პროგრამა "სიზმარვიზიისა" და
ტელეკომპანია "იმედის" ახალი პროგრამის "მხიარული ოჯახის" მონაწილეები
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება:
ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები
ლიტერატურული ნაწარმოებები პატრიოტულ თემაზე
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















