Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Holy Martyrs Kyrikos and Julitta

ხსენება წმიდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი

28/07/2012

ხსენება წმიდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი

28 ივლისს (15 ივლისი ძვ. სტილით) მართმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი. დღეს ასევე აღინიშნება მოციქულთა სწორის ვლადიმირის - რუსეთის განმანათლებლის ხსენების დღე.

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა

წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა, მცირე აზიის ქ. იკონიაში (ლიკაონის მხარე) ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა, წარმოშობით, კეთილშობილი ოჯახიდან იყო. იგი ადრე დაქვრივდა და თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა. ივლიტა ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ივლიტა, ყრმა კვირიკესთან და 2 ერთგულ მონა ქალთან ერთად, ქალაქიდან წავიდა, დატოვა რა თავისი სახლი, ქონება და მონები.

მათხოვრის სახით, იგი, თავდაპირველად, სელევკიაში იმალებოდა, შემდეგ კი - ტორსში. დაახლოებით 305 წელს წმიდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე წარადგინეს. უფლის მიერ მხნეობამიცემული ივლიტა უშიშრად პასუხობდა მსაჯულთა კითხვებს და თავის სარწმუნოებას მტკიცედ აღიარებდა. მმართველმა ბრძანა, წმინდანი კეტებით ეცემათ. წამების დროს წმიდა ივლიტა იმეორებდა: ”მე ქრისტიანი ვარ და არ შევწირავ მსხვერპლს ეშმაკებს.”

პატარა კვირიკე ტიროდა, დედის ტანჯვას რომ უყურებდა და მისკენ მიიწევდა. მმართველი ალექსანდრე ცდილობდა, მოფერებოდა პატარას, მაგრამ იგი გაურბოდა მას და ყვიროდა: ”გამიშვით დედასთან, მე ქრისტიანი ვარ”. მმართველმა ბავშვი ფიცარნაგის სიმაღლიდან ქვის საფეხურებზე ისროლა. ბიჭუნა საფეხურებზე ჩაგორდა და სული განუტევა. დედამ, იხილა რა თავისი დასისხლიანებული შვილი, მადლობა შესწირა უფალს, რომ მან ღირს-ყო პატარა, მოწამის გვირგვინით შეემკო თავი. მრავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმიდა ივლიტას ხმლით თავი მოჰკვეთეს.

კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები წმიდა მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინეს (+337, ხს. 21 მაისს), დროს იქნა მოპოვებული. მათ სახელზე კონსტანტინეპოლში აიგო მონასტერი, იერუსალიმის მახლობლად კი - ტაძარი. ხალხის რწმენით, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის.

ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამჴვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კჳრიკე ივლიტას, და განმჴნობილი, სტადიონსა შინა ჴმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced